USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
ვენის წყალარინების სისტემა იმაზეა გათვლილი, რომ 14 ათასი კუბური მეტრი წყალი გაატაროს წამში
дата:  486
15 სექტემბრიდან ხუთი დღის განმავლობაში ვენაში ხუთჯერ იმაზე მეტი წვიმა მოვიდა, ვიდრე აქ საშუალოდ სექტემბერში მოდის. ვენის სანიაღვრე სისტემამ თითქმის ორმილიონიანი ქალაქი შტორმ "ბორისისგან" წარმატებით დაიცვა - მხოლოდ ათი ადამიანი დაშავდა მსუბუქად და 15 სახლის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ზოგადად, მთაგორიანი ავსტრია, რომელსაც უდიდესი დუნაი ჩამოუდის, სანიაღვრე პროცესებისათვის მზადყოფნას უდიდეს ყურადღებას უთმობს. წელიწადში ამ მიზნით 60 მილიონი ევრო იხარჯება და შედეგიც სახეზეა: თუკი 2002 წლის წყალდიდობამ 3 მილიარდი ევროთი აზარალა ავსტრია, 2013 წლის უფრო დიდმა წყალდიდობამ მხოლოდ 866 მილიონის ზარალი მოიტანა და ხალხიც უკეთ დაიცვა.
თავად ვენის წყალარინების სისტემა იმაზეა გათვლილი, რომ 14 ათასი კუბური მეტრი წყალი გაატაროს წამში. ბოლოს ასეთი მასშტაბის წყალდიდობა 1501 წელს მომხდარა. გასულ კვირაძალს წამში 10 ათასი კუბურმა მეტრი წყალმა გაიარა ვენის სისტემაში, რაც გეგმურზე ბევრად ნაკლებია.
ვენის წყლისაგან დაცვას ორი მთავარი საინჟინრო ელემენტი აქვს: დუნაის ხელოვნური კუნძული და სანიაღვრე არხი, "ახალი დუნაის" სახელით ცნობილი, რომელიც წყლის დონეს არეგულირებს. ორივე 1970-იან წლებში აშენდა და მას მერე მცირე კაშხლებისა და შლიუზების სისტემები დაემატა.
უკანასკნელ ხანებში კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ამინდის პროგნოზირების მექანიზმები ისევე, როგორც ვითარების კონტროლის სისტემა, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად აღიმართოს დროებითი კონსტრუქციები - მაგალითად წყალგაუმტარი კედლები - კრიტიკულ წერტილებში. ყველაფერი ამის დროულ მობილიზებას და გამართვას კი სამაშველო ძალების მუდმივი წვრთნა სჭირდება.
ვენის უნივერსიტეტის წყლის რესურსების ცენტრის უფროსი, გიუნტერ ბლიოშლი ამბობს, გლობალურ დათბობასთან ერთად წყალდიდობების საფრთხე სულ უფრო იზრდებაო. მადლობა წინაპრებს, რომ ვენას წყალდიდობასთან ბრძოლის ასეთი დახვეწილი სისტემა აქვს, მაგრამ მისი მუდმივი გაუმჯობესება ჩვენი ზრუნვის საგანიაო, უმატებს მეცნიერი.
წყარო: ევროპის მოამბე
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати