აშშ აგრძელებს საჰაერო ძალებისა და სამხედრო საშუალებების მობილიზებას კარიბის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ ზონაში:
პუერტო რიკოს ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზა „რუზველტ-როუდსზე“ ჩაფრინდა რადიოელექტრონული ბრძოლის 6 ერთეული E/A-18G Growler-ის ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც 132-ე საავიაციო ესკადრილიის შემადგენლობაშია.
რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავების გარდა, ბაზაზე იაპონიიდან გადმოისროლეს HH-60 Pave Hawk-ის ტიპის შვეულმფრენები , რომლებიც 33-ე სამაშველო ესკადრილიას ეკუთვნის.
უახლოეს მომავალში ბაზაზე ასევე მოსალოდნელია F-35A Lightning II ტიპის გამანადგურებლების დაუდგენელი რაოდენობის ჩაფრენა, რომლებიც ვერმონტის შტატის ეროვნული გვარდიის 158-ე გამანადგურებელთა ავიაფრთის შემადგენლობაშია.
აშშ-ის საჰაერო ძალების 6 ერთეული KC-135 Stratotanker-ის ტიპის საწვავით გამმართველი თვითმფრინავი შენიშნეს ლას-ამერიკასის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოსთან მდებარეობს.
აშშ-ის საჰაერო ძალების 709-ე საჰაერო სატრანსპორტო ესკადრილიის C-5M „სუპერ გალაქსი“ სტრატეგიული მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი შენიშნეს, თუ როგორ დაეშვა და ჩამოიტვირთა პუერტო რიკოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე „რუზველტ როუდსის“ საზღვაო ბაზაზე, მას შემდეგ, რაც ბოლო სამ დღეში მეორედ შეასრულა ფრენა მუდის საჰაერო ბაზიდან . ამჟამად C-17 Globemaster და C-5 galaxy-ის ტიპის რამდენიმე თვითმფრინავი თითქმის ყოველდღიურად ეშვება „რუზველტ როუდსზე“.
რადგან კარიბის ზღვაში ამერიკული სამხედრო ძალების დაგროვება მაღალი ტემპებით იზრდება, ვენესუელის, ასევე ლათინური ამერიკის სხვა პოტენციური სამიზნეების წინააღმდეგ გარდაუვალი სამხედრო მოქმედებებია მოსალოდნელი.