USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ვენესუელის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის სპეცსამსახურის თანამშრომლები დააკავეს, რომლებსაც მისი „შეპყრობა სურდათ“
Date:  1295

ვენესუელას პრეზიდენტის თქმით, გუშინ მათ „დაქირავებულთა“ ჯგუფი დააკავეს, რომელიც მიზნად ისახავდა მის შეპყრობას. ნიკოლას მადუროს თქმით, „დაქირავებულთა“ შორის, აშშ-ის ორი მოქალაქე და სპეციალური ძალების ჯარისკაცია. სოციალისტმა ლიდერმა, პირდაპირ ეთერში დაკავებულების პასპორტები გამოაქვეყნა, სადაც მათი პირადი ინფორმაცია, სახელი, გვარი, ფოტოები იყო ასახული.

„აშშ-ის მთავრობა სრულად იყო ჩართული ამ წარუმატებელ ოპერაციაში“, - აღნიშნა მადურომ.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები აშშ-ის ძალებში ერაყსა და ავღანეთში იბრძოდნენ.

ცნობისთვის, აშშ-სა და ვენესუელას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გასულ წელს გაწყდა. ამ დროისთვის, ამერიკას საელჩო კარაკასში არ აქვს. აშშ და კიდევ 60-მდე ქვეყანა ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობს და ისინი გარდამავალ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს აღიარებენ. მადუროს მხარდაჭერები არიან: რუსეთი, ჩინეთი, სირია და კუბა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way