USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას
თარიღი:  

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ყველა რეგიონში ვენახების აღწერა დაასრულა, ამის შემდეგ, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას.

2024 წლიდან, ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენების ან ამოძირკვის, არენდით გადაცემისა და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელი ხდება ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება.

დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია, შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს.

ღვინის ეროვნული სააგენტო ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლებას რეგულარულად ახორციელებს

ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენება/ამოძირკვის, არენდით გადაცემის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელია ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ.

მოქმედი რეგულაციით, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროგრამა 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ვენახების აღწერით; 2015-2021 წლებში პროგრამა განხორციელდა კახეთის რეგიონში, 2022 წელს - ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ხოლო 2023 წელს - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, რითაც პროგრამამ ქვეყნის მევენახეობის ყველა რეგიონი მოიცვა.

დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია, შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ.

ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტიანობის ზრდისთვის.

ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციით, მევენახეების და ვენახების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით იქმნება. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის