USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
ველიჩკა - მარილის მიწისქვეშა ქალაქის საიდუმლოები
თარიღი:  5791

ველიჩკის მარილის შახტა (პოლ. Kopalnia soli Wieliczka) – ქვა მარილის საბადო პოლონეთში, ქალაქ ველიჩკაში, რომელიც მუშავდებოდა XIII–XX საუკუნეებში. შახტა ასახავს მარილის მოპოვების განვითარების მეთოდებსა და ტექნოლოგიებს შვიდი საუკუნის განმავლობაში. იგი წარმოადგენს დერეფნებისა და გალერეების მთელ წყებას, რომელიც განთავსებულია შვიდ დონეზე მიწისქვეშეთში. სიღრმე 57-198 მ., საერთო სიგრძე 200 კმ.

1978 წელს მარილის შახტა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში

ველიჩკა პოლონეთის ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ქალაქია. აქაურ მარილის მაღაროებს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ძველი მაღაროები მუზეუმებადაა გადაკეთებული.

შახტში ჩასვლა ლიფტითაც შეიძლება და კიბეებითაც. ამ კიბეებით რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩადიოდნენ მუშები მარილის მოსაპოვებლად.

 ვიწრო დერეფნებით, რომლებიც მარილის ფენებშია გაჭრილი, ერთი დარბაზიდან მეორეში გადიან. აქ ყველაფერი მარილისაა: კიბეები,კედლები, იატაკი და ჭერი. ელეტრონის შუქზე ბრწყინავს მარილისკრისტალები. აქ მე-17-ე საუკუნეში ბერებს  სამლოცველოც გამოუკვეთავთ. აქვეა მუშების მიერ გაკეთებული წმინდანთა მარილის ქანდაკებები, რომლებსაც სიძველე ერთი შეხედვით არ ეტყობათ. ნიკოლაი კოპერნიკი დაინტერესებულა და სანახავად ჩასულა მაღაროში და რაღაც პერიოდი უმუშავია კიდეც. ამ ფაქტის საპატივსაცემოდ კოპერნიკის მარილის ქანდაკება დგას ერთერთ დარბაზში.

ერთ-ერთი ვიწრო დერეფნის ბოლოს ბარიერია, იმის იქით-ტბა. გულითაც რომ გინდოდეთ,მასში ვერ დაიხრჩობით, ტბის წყალი მარილითაა გაჯერებული. მიწის ქვეშ, ერთ-ერთ დიდ მაღაროში კალათბურთის მოედანია, ასევე ფოსტა და სუვენირებით სავსე პატარა მაღაზიები. დაღლილი და ნასიამოვნები ტურისტები დღის სინათლეს ლიფტით უბრუნდებიან

ვიელიჩკას მარილის მაღაროებში ცხენების შრომა იყო ფასდაუდებელი.

ცხენებს იყენებდნენ გადასაზიდად, სხვადასხვა ამწევ მექანიზმებზე, მოკლედ ყველა მძიმე სამუშაოზე, რასაც ადამიანი ვერ ძალავდა. ჩაჰყავდათ გვირაბებში ზოგჯერ ისეთი ცხენები, რომლებიც მინდორზე სამუშაოდ გამოუსადეგარი იყვნენ. ავადმყოფები. მიწისქვეშა მარილიანი ჰაერი მათ გამოჯანმრთელებას ხელს უწყობდა და ისინი დიდხანს ცოცხლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დღის სინათლეს სიკვდილამდე ვეღარ ნახულობდნენ.

დიახ, ცხენები გვირაბებში მოხვედრის შემდეგ მხოლოდ გვამის სახით ამოჰქონდათ, მანამდე კიდევ მუშაობდნენ ადამიანებთან ერთად დღეში 13 საათს. ადამიანები კი იყვნენ ღარიბი ფენიდან, სიკვდილმისჯილებიც და კატორღელები. შრომის საფასური იყო ძალიან მცირე და ბონუსად აძლებდნენ ერთ მუჭა მარილს, რაც მუჭში დაეტეოდა. (რაც -დიდი ხელისგული, მით - მეტი მარილი.) მარილი კი , მოგეხსენებათ, ზოგჯერ ოქროზე ძვირფასია.

ამ მიწისქვეშა ქალაქში იყო დასახლებები, სადაც ქორწილებიც კი იმართებოდა, ბავშვები იბადებოდნენ, ანუ ხალხი ცხოვრობდა, რასაც ჰქვია. მაგ დასახლებებში ტურისტი ვერ ხვდება. ისედაც მათ მხოლოდ ორ პროცენტს აჩვენებენ მთელი ქალაქის. მთლიანად გვირაბების დათვალიერება შეუძლებელია.

 13 საათის მუშაობის შემდეგ ვის ჰქონდა ამოსვლის ძალა 300-200, ან თუნდაც 100 მეტრის სიღრმიდან? ამიტომ იქვე ცხოვრობდნენ და ლოცულობდნენ.

 

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის