თბილისის სკოლებში მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობის საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია აქტიურად გრძელდება. ამჯერად, პროექტის ფარგლებში აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს სწავლება.
საგანმანათლებლო ინიციატივა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ხორციელდება. 90-წუთიანი ინტერაქციული ვორქშოფები, რომლებიც სრულად არის მორგებული 13-18-წლამდე ასაკის მოზარდების ინტერესებს, სამაგიდო თამაშების მეშვეობით სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვან საკითხებს თვალსაჩინოს ხდის.
შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:
ორგანიზატორებისა და პედაგოგების შეფასებით, სკოლებში ამ ცოდნის დანერგვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ის ორმაგ ეფექტს ითვალისწინებს:
გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევასა და ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
ცოდნის გამავრცელებლები: მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“, რომლებიც მიღებულ პრაქტიკულ უნარებს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უზიარებენ, რაც ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას საზოგადოებაში.
ეს აქტივობა ევროკავშირის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში სურსათის უვნებლობის სექტორის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
პროექტი „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).