USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ვაზისუბანში ორი ახალი სკვერი მოეწყობა
дата:  458
ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, სამგორის დასახლება N32-ისა და ვაზისუბნის IVმ/რნ-ის III კვარტლის N13-ის მიმდებარედ, ორ ახალ სკვერს მოაწყობს.
სამუშაოების შედეგად, 850 კვ.მ. ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ახალი ლედ განათება და საპარკე სკამები განთავსდება.
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 335 000 ლარით დაფინანსდა.
დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გააცნო.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати