USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ვაზისუბანში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა
Date:  376

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

დაშავებული სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way