USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი
თარიღი:  763

ნაშრომში წარმოდგენილია 584 ქართული ადგილობრივი და სელექციური ვაზის ჯიშის მოკლე ამპელოგრაფიული აღწერა: სინონიმების, წარმოშობის რეგიონის, ძირითადი სამეურნეო პარამეტრებისა და ღვინის ტიპების ჩვენებით.

ცნობარი დახმარებას გაუწევს მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებს, მეცნიერებს, ამ დარგების სპეციალისტებს თუ რიგით მეურნესა და ფერმერს, რომლებსაც სურთ ინფორმაციის მიღება ქართულ ვაზის ჯიშებზე, მათი აღწერის, მოშენება-გამრავლებისა და ქართული ღვინის ახალი მარკების შექმნის მიზნით.

წიგნი მოამზადა იქნა და იბეჭდება ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის “ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის” ფარგლებში.

ცნობარი სამი თავისგან შედგება და მასში 584 ჯიშია აღწერილი:

პირველ თავში ანბანური თანმიმდევრობითაა აღწერილი ქართული ვაზის ძველი ჯიშები, მათი საუკეთესო კლონები და ვარიაციები (სულ 434 ჯიში). მოყვანილია თითოეული მათგანის ამპელოგრაფიული და სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლები.

მეორე თავი ეთმობა ნაკლებად ცნობილ ქართულ ჯიშებს (119 ჯიში), რომელთა აღწერილობა მწირი ინფორმაციის გამო მხოლოდ სახელწოდებით, ფერითა და წარმომავლობით შემოიფარგლება.

მესამე თავში პირველადაა თავმოყრილი შედარებით ცნობილი (პუბლიცირებული) და პერსპექტიული ქართული სელექციური სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშები (31 ჯიში) სათანადო ამპელოგრაფიული მონაცემებით.

ნაშრომის ბოლოში დართულია გამოყენებული ლიტერატურის სია, საიდანაც დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია უფრო სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღება.

კობაიძე თ. ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი. რედაქტორები: ი. მდინარაძე, ვ. გოცირიძე. თბილისი. 2014. 168გვ.

რეცენზენტი: ნ. ჩხარტიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

დაკლიკეთ დოკუმენტზე  და წაიკითხეთ

ვაზი, ჯიშები, საქართველო, მევენახეობა

წყარო:https://agrokavkaz.ge/

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის