USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
Tbilisi
ვაზიანის აეროპორტის აშენების შემთხვევაში, თბილისიდან აეროპორტამდე გზა 16 კმ-ით დაგრძელდება
Date:  3716

თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება - ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ახალი საერთაშორისო აეროპორტი სავარაუდოდ, ვაზიანის აეროდრომის ბაზაზე აშენდება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე 3 ძირითადი აეროდრომი/ასაფრენი ზოლი მდებარეობს - ესენია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; ვაზიანის სამხედრო აეროპორტი და თბილისის საავიაციო ქარხნის ასაფრენი ზოლი.

თბილისის აეროპორტსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკებს შორის დაშორება 8 კილომეტრს შეადგენს (სწორი ხაზი). თუმცა, საავტომობილო გზა ამაზე ორჯერ მეტად დაგრძელდება. კახეთის გზატკეცილზე თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან ვაზიანის გადასახვევამდე მანძილი 8 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ვაზიანის გადასახვევიდან, სამხედრო აეროდრომამდე მანძილი 8.5 კილომეტრია. შესაბამისად, მთლიანობაში აეროპორტამდე მისვლა 16,5 კილომეტრით დაგრძელდება. ამ მანძილის გავლა ავტომობილით Google-ის შეფასებით, 24 წუთში არის შესაძლებელი.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტის გადატანა თბილისის ურბანულ განვითარებას ესაჭიროება. ამასთან, არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც სამხედრო და სამოქალაქო აეროპორტები ერთ ლოკაციაზეა.

ეკონომიკის მინისტრის კომენტარი ახალ აეროპორტზე:

“ახალ ლოკაციას ბევრი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის ქალაქის განვითარების კუთხით. ასე რომ როდესაც ახალ აეროპორტზე ან აეროპორტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ძალიან ბევრ ეკონომიკურ საკითხს ვითვალისწინებთ, მათ შორის ურბანული განვითარების კუთხით, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელიც აეროპორტმა უნდა გააჩინოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ საავიაციო ინფრასტრუქტურაზე, რადგან აეროპორტი ეკოსისტემაა, სადაც ბიზნესის განვითარება, სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციები ხორციელდება. ამიტომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე რომ საქართველო გარკვეულად უნდა იყოს ლოგისტიკურად რეგიონული ჰაბი და ვისაუბროთ სატრანზიტო ფრენებზე, მათ შორის კარგო ოპერაციებზე, ჩვენ ამისთვის განვითარების სივრცე და დიდი ეკონომიკა გვჭირდება. საბოლოოდ ეს არის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ელემენტი და ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება. ეს კვლევები კითხვებზე პასუხებს მოგვცემს და უახლოეს მომავალში საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის წევრთა განცხადებით, ჩატარდება შესაბამისი ეკონომიკური პარამეტრების კვლევა თუ რა უპირატესობა ექნება ვაზიანში ახალი აეროპორტის განვითარებას. მათი თქმით, თბილისის არსებულმა აეროპორტმა საკუთარი ტექნიკური გამტარიანობის ზღვარს უკვე მიაღწია.

2022 წელს თბილისის აეროპორტი 2,998,785 მგზავრს მოემსახურა. მისი გამტარიანობის პიკი 2018 წელს იყო, როდესაც მგზავრთა რაოდენობა 3,808,619 იყო, 2019 წელს ის რუსული ავიაემბარგოს გამო 100,000-ით შემცირდა. პანდემიური პერიოდი სამოქალაქო ავიაციისთვის ჩავარდნას წარმოადგენდა, 2022 წელს კი მგზავრთნაკადი 78%-ით გაიზარდა.

საავტომობილო გზა თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან ვაზიანის სამხედრო აეროპორტამდე:

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way