USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ვაჟა-ფშაველას VI კვარტლში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
дата:  632
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N1-1ა კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოების შედეგად, სკვერში განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცე, კალათბურთის მინი მოედანი.
 
ვარჯიშის მოყვარულთათვის ტერიტორიაზე ფიტნეს-ზონა განთავსდება. ასევე მოეწყობა განათების და სარწყავი ქსელები.
პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება.
 
мир
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати