USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  309
ვაკის რაიონის გამგეობა ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას აგრძელებს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი მოედანი და მოსასვენებელი პავილიონი ეწყობა, მიმდინარეობს სპორტული მოედნის განახლება, ასევე განთავსდება ფიტნეს ზონა, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სასეირნო ბილიკი. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება და გამწვანდება კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობებიც.
სამუშაოები რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები.
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way