USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ვატო შაქარიშვილმა მოსახლეობასთან ერთად უკანონო მშენებლობა გააპროტესტა
Date:  1307

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ცინცაძის 58 ნომერში უკანონო მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შაქარიშვილი წლებია აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის უკანონო მშენებლობაზე ნებართვის გაცემას მობინადრეებთან ერთად აპროტესტებს.

„ მოსახლეობამ გამოიჩინა საოცარი სიმტკიცე. არ დავუშვებ ხალხის ნების წინააღმდეგ უკანონო მშენებლობას, ბოლომდე ვიდგები მათ გვერდით, და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ურბანულ ზონდერებზე“ , - განაცხადა შაქარიშვილმა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 აგვისტოს თბილისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე დაგეგმილ განხილვას საბურთალოს დამოუკიდებელი კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრება.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way