ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში კათოლიკურმა ეკლესიამ აღდგომა მრევლის გარეშე აღნიშნა.
ტაძარში მორწმუნეებისთვის განკუთვნილი ადგილები მთლიანად ცარიელი იყო. ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
წმინდა პეტრეს ტაძარში ღვთისმსახურება ჩვეულებრივთან შედარებით 2 საათით ადრე დაიწყო, რათა “კომენდანტის საათამდე” სასულიერო პირებს დროულად დაბრუნება შეძლებოდათ.
ღვთისმსახურების დროს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული ბნელი პერიოდი დასრულდება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდება. მან მორწმუნეებს მოუწოდა, იზრუნონ იმ ადამიანებზე, ვისაც დღეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.