USD 2.7062
EUR 3.1173
RUB 3.4250
თბილისი
ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო კამერულმა გუნდმა რომში კონცერტი გამართა
თარიღი:  50
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.
 
შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნაწარმოებები. პატრიარქის „ავე მარია“ გუნდთან ერთად იანო ალიბეგაშვილმა შეასრულა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე და ლოტბარი გიორგი დონაძე.
 
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გამართა.
 
ვატიკანის საიუბილეო თარიღი რომში 25 წელიწადში ერთხელ, 1300 წლიდან აღინიშნება.
 
მსოფლიო
აშშ-უკრაინის ერთობლივი განცხადება - ჟენევაში გამართული შეხვედრის შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო

აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადების განსახილველად ჟენევაში შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებები კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემის გამომხატველი იყო და ხაზი გაუსვა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას, - ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები უაღრესად პროდუქტიული იყო.

„დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასში ხაზგასმულია, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე.

„ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის