USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ან მიწის ჩაწოლის საფრთხე ფიქსირდება
Date:  806

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს.  Forum.ge – ზე ვრცელდება ფოტო მასალა სადაც ჩანს, რომ ბაგირით და ანკერებით ცდილობენ ფერდის შეკავებას თუმცა,  მეწყერის მაშტაბი იმაზე ბევრად დიდია ვიდრე, გუგლის ფოტოებზეა მონიშნული. გეოლოგები წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ თბილისის მერიას, რომ კონკრეტულად ამ ფერდზე არ გაეცათ ნებართვები და არ გადაეტვირთათ მშენებლობებით რადგან ამ საფრთხის წინაშე დადგებოდა ქალაქი.

გეოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროცესი, რომელიც ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე  დაიწყო უდიდესი საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის და საჭიროა დროულად რეაგირება, რადგან უზარმაზარ ფერდზეა საუბარი. წვიმიანი ამინდები ფერდის სრულად მოწყვეტას დააჩქარებს,  ხოლო სრულად მოწყვეტის შემდეგ  ჩააღწევს მტკვარში და იქ გააჩენს კაშხალს, რომლის შემდეგაც, ჯერ შეაგუბებს და მერე ერთიანად დაარტყავს ორივე სანაპიროს რამდენიმე კილომეტრში ორთაჭალჰესთან მოხდება მეორე შეგუბება.

“რა ვქნა ახლა ნიშნის მოგებით ვილაპარაკო ? 3 წლის წინ გავიდა სიუჟეტი თუ არ ვცდები. არ შეიძლება ამ ფერდზე ამხელა შენობები და დატვირთვა! გეოლოგია მეცნიერებაა, მიკროზონირებაა საჭირო ! გამოუჭრეს ძირი და დაძრეს მეწყერი! იგივე ელის ბაგებს, ვაკეს!”- წერს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დ სოციალურ ქსელში.
 
 
 
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way