USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ვაშინგტონში სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარეში ჩავარდა
Date:  1311

ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი Bombardier CRJ-700 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. ინფორმაციას ამერიკის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა თვითმფრინავი რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში დასაჯდომად ემზადებოდა. ის შტატ კანზასის ქალაქ უიჩიტოდან მოფრინავდა. თვითმფრინავი ვერტმფრენ Sikorsky H-60 შეეჯახა. სამხედრო ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ახორციელებდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა უკვე ამოიყვანეს მდინარიდან რამდენიმე ცხედარი. მომხდარის გამო ვაშინგტონის აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. სიტუაციას აკვირდება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიც.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way