USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს - ტრამპმა ამ მკვლელობას ანტისემიტიზმით მოტივირებული უწოდა
თარიღი:  1320

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს, - ინფორმაციას CNN-ი შიდა უსაფრთხოების მდივან კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნოემის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას და ვმუშაობთ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა ნოემმა.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ის და ვაშინგტონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანინ პირო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობა ანტისემიტიზმის გამოვლინებაა.

„ნათელია, რომ ვაშინგტონში მომხდარი მკვლელობა არის ანტისემიტიზმი, რომელიც ახლავე უნდა დასრულდეს! სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი აშშ-ში არ არის. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს. საწყენია, რომ ასეთი რამ ხდება! დაგლოცოთ უფალმა ყველა!“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ვაშინგტონში სროლის შედეგად ამერიკაში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. მოკლულები ქალი და მამაკაცი არიან. მათ უცნობებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი სავარაუდო ბოროტმოქმედი დაკავებულია. დაკავებისას ის ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება პალესტინას“.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის