USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ვაშინგტონის მერი ქალაქში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციას შეურთდა
თარიღი:  1127

ვაშინგტონის მერი მურიელ ბოუზერი ქალაქში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციას შეურთდა.

რამდენიმე დღის წინ, მურიელ ბოუზერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, ვაშინგტონიდან გაეყვანა ფედერალური სამართალდამცველები და სამხედროები. მერის მოწოდებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მან ბოუზერს არაკომპეტენტური უწოდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის