USD 2.6995
EUR 3.1398
RUB 3.4921
Tbilisi
ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
Date:  520

ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის ,,გრანდ სლემის“ გამარჯვებულია.

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის ,,გრანდ სლემის“ ჩემპიონია. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში ავსტრიელი აარონ ფარა იპონით დაამარცხა.

ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს ტაშკენტის ,,გრანდ სლემზე“' პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

tbilisi
თელასი - საბურთალოს და კრწანისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის, დადიანის, ნუცუბიძის, გამრეკელის, გელოვანის, გურიელის და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების, თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის, ნადიკვარის, ნიშნიანიძის, მეფე სოლომონ II,  წინანაურის,  გორგასლის, მელქაძის,  კრწანისის, მარტვილის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.   

See all
Survey
By the way