USD 2.6807
EUR 3.1782
RUB 3.4683
Tbilisi
ვარკეთილში ხევის პარკი გაიხსნა
Date:  4848

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. განახლებული პარკი დღეს საზეიმო კონცერტით გაიხსნა.

ახლად გახსნილი პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენი დაპირება, რომ ამ სივრცეში ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილს მოვაწყობდით, შესრულებულია. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ სამგორის რაიონში მსგავსი პროექტის განხორციელება მოვახერხეთ. მეამაყება, რომ მოეწყო სივრცე, სადაც დასვენებისთვის, გართობისთვის, განტვირთვისთვის შესაბამისი ადგილი ყველა თაობის ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ასევე, პატარებისთვის განთავსებულია შესაბამისი ატრაქციონები. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, თუ როგორ წარმოგვიდგენია ხვალინდელი თბილისი - უფრო მწვანე, უფრო კეთილმოყობილი, განვითარებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას აღნიშნული სივრცის მოფრთხილებისა და დაცვისკენ მოუწოდა.

„მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი იყოს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცეებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ერთი რამ მინდა გთხოვოთ - ამ სილამაზეს სჭირდება გაფრთხილება. მოვუაროთ, არ დავაზიანოთ, დავიცვათ ვანდალიზმისგან. მოვლა-პარტონობას რაც შეეხება, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ სკვერი იყოს მოწესრიგებული, გალამაზებული, მოვლილი. წარმატებები, გამარჯვება და წინსვლა ყველაფერში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი და მწვანე ნარგავები შენარჩუნდა. გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყო. პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

პარკის ტერიტორიაზე, მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ პარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. ასევე, განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და მდელოს სახით, გაჩნდა საპიკნიკე არეალები.

პარკის ტერიტორია შეივსო მწვანე ნარგავებით. დაირგო 1 191 ძირი ხე, 13 930 ძირი ბუჩქი და 14 193 ბალახოვანი მცენარე. ჰიდროთესვის პრინციპით, 21 061 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი.

სამუშაოების ღირებულებამ 5 863 718 ლარი შეადგინა.

World
ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” პირველი სხდომა 19 თებერვალს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობის საბჭოს” პირველი ოფიციალური სამიტისთვის ემზადება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ სხდომას ვაშინგტონში მდებარე, ტრამპისვე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.

არსებული ინფორმაციით, მას წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან საუდის არაბეთის, თურქეთის, ეგვიპტის, კატარისა და ინდონეზიის წარმომადგენლები. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველები.

როგორც ირკვევა, პირველ სამიტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას რეკონსტრუქციისთვის ფონდის შექმნას დააანონსებს და გამოაცხადებს, თუ როგორ დაკომპლექტდება ის “საერთაშორისო სტაბილიზაციის სამხედრო ძალა”, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე განლაგდება და უზრუნველყოფს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სამშვიდობოებს გაგზავნიან სახელმწიფოები, თუმცა ცნობილია, რომ ინდონეზიის კონტრიბუცია ამ მხრივ 8,000 ჯარისკაცი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი მოელის, რომ ღაზას სექტორის ხელახლა აღდგენისთვის წევრი სახელმწიფოებისაგან მილიარდობით დოლარს მოიზიდავს. შეგახსენებთ, “მშვიდობის საბჭოს” წევრობის საწევროს გადასახადი ერთ ქვეყანაზე $1 მილიარდია, თუმცა განსაზღვრული არ არის, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს ერთიანად, თუ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერი კოლეგებს ფონდში პირველადი ფინანსური კონტრიბუციის შეტანას სწორედ $1-მილიარდიანი ვალდებულების ფარგლებში სთხოვს.

რაც შეეხება ჰამასს, რომლის განიარაღებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის გარეშეც “მშვიდობის საბჭო” ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ახალი ადმინისტრაციის სრულფასოვან მმართველობას ვერ უზრუნველჰყოფს, არსებული ინფორმაციით, მის ტერორისტებს საშუალება ექნებათ, სამშვიდობო ძალებს საკუთარი ნებით ჩააბარონ იარაღი და როგორც პალესტინის მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა, ისე განაგრძონ ცხოვრება. მათთვის, ვისაც ასეთ რეალობაში დარჩენა არ ენდომება, “მშვიდობის საბჭო” პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ღაზას სექტორიდან გასვლაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ამჟამად ჰამასის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ ახალ ღაზაში დარჩენა და ჯარისკაცების საპოლიციო ძალებში გაწევრიანება სურთ, რათა იმ ბრძოლამ, რაც წლების განმავლობაში სექტორის დაცვისთვის გასწიეს, უკვალოდ არ ჩაიაროს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე ისრაელი ამ ფორმით ჰამასის ღაზაში დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სავარაუდოა, რომ შუამავალი სახელმწიფოები, რომლებიც “მშვიდობის საბჭოშიც” არიან წარმოდგენილი, 19 თებერვალს ამ საკითხზე აქტიურად იმსჯელებენ.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way