USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ვარკეთილში, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლებისთვის სამუშაოები რამდენიმე კვირაში დაიწყება
дата:  1700


ოფიციალური ხელშეკრულების მიხედვით, პროექტში 40 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

"ვარკეთილში ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიდის, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი რამდენიმე კვირაში დაიწყება. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში შევძლებთ 170-200-მდე ოჯახის გადაყავანს ახალაშენებულ კორპუსში.

პროექტი დამუშავებული იყო მერიის მიერ, სადაც გათვალისწინებულია როგორც გამწვანებული ტერიტორიები, ასევე საბავშვო ბაღები, ავტოსადგომები და ა.შ იმისათვის, რომ ნორმალური გარემო შევუქმნათ ამ ადმიანებს. მიზანი არის ის, რომ გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე შევძლოთ და გამოვაცხადოთ ახალი ინტერესთა გამოხატვები და ეტაპობრივად, სრულად მოხდეს "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება", - განაცხადა "საქმიან დილაში" სტუმრობისას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ.

რაც შეეხება სხვა ლოკაციებს, მიმდინარე წელს სხვადასხვა უბნებისთვის მერია ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას არ აპირებს. როგორც ირაკლი თავართქილაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მათთვის კონცეფციების დამუშავება მიმდინარეობს.

"პირველ შეთავაზებაში პრობლემა რაც გამოიკვეთა, იყო ის საბანკო გარანტია, რასაც ვითხოვდით. ეს იყო ჩვენთვის გადმოსაცემი ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 500 აშშ დოლარის საბანკო გარანტია, რაც ბიზნესისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შემდგომში შევიმუშავეთ პრინციპი, რომლის მიხედვითაც ვარკეთილის ლოკაცია ხუთ ბლოკად დაიყო და ინვესტორს საბანკო გარანტიის წარდგენა უწევს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბლოკში გადაწყვეტს თავისთვის დარჩენილი ბინების რეალიზაციას. ეს მათ აძლევთ შესაძლებლობას, ხუთზე გაიყოს საბანკო გარანტიის ოდენობა და თავის შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება თუ როდის დაიწყებს გაყიდვებს.

ვარკეთილის შემთხვევაში იგივე გზით ვაპირებთ წასვლას, მაგრამ სხვადასხვა უბნების სპეციფიკა განსხვავებულია. ამიტომ ვმუშაობთ სხვადასხვა კონცეფციაზე, თუ როგორ შეიძლება ბიზნესთან ერთად ძველი „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება. მაგალითად, საბურთალოს შემთხვევაში, სადაც ბევრი "ხრუშჩოვკაა", მჭიდროდ დასახლებულია და ვერ ხერხდება თავისუფალ ტერიტორიებზე გამოყვანა. ვმუშაობთ სხვადასხვა მიდგომებზე და უახლოეს მომავალში წარვადგენთ", - აღნიშნა თავართქილაძემ.

"ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პრობლემის მოგვარებას კახა კალაძე თბილისელებს 2017 წელს დაპირდა.

კალაძის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტზე პირველი ინტერესთა გამოხატვა მართლაც გამოცხადდა, თუმცა მშენებელი კომპანიები პროექტით არ დაინტერესდნენ. რამდენიმე თვეში გამოცხადებულ მეორე ინტერესთა გამოხატვაში კი გამარჯვებულად "შპს ვარკეთილი დეელოფმენთი" დასახელდა, რომელსაც 30 205 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.

წყარო:https://bm.ge/

https://bm.ge/ka/article/varketilshi-ew-xrushchovkebis-chanacvlebistvis-samushaoebi-ramdenime-kvirashi-daiwyeba-/47217

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати