USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Тбилиси
ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო
дата:  1007

სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში განხორციელდა. ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

როგორც მერია იუწყება, ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. N8-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. 2 300 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი 120-მეტრიანი ბეტონის კედელი და კიბე დამონტაჟდა.

ახალ სკვერში საბავშვო მოედანი და სხვადასხვა ატრაქციონი გაკეთდა. დაიდგა სასმელი წყლის ფანტანი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა.

სკვერის მიმდებარედ ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირთათვის.

პროექტის ღირებულება 364 800 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორმა კომპანიამ „კვადრელი“ შეასრულა.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати