USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
Date:  1057

ვარკეთილის პარკის პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ადგილზე გაეცნო.

,,აქ ოდესღაც იყო რეკრეაციული სივრცე, მაგრამ ამის მიუხედავად, ძნელია ამ პროექტს რეაბილიტაცია უწოდო. აქ, რეალურად, ახალი პარკი ეწყობა და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში, 3 ჰექტარზე მოეწყობა სკეიტ პარკი, ამფითეატრი, ველობილიკები და სხვადასხვა სახის დასასვენებელი სივრცეები. ამ ყველაფრისთვის ჯამში 5 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ამჟამად მიმდინარეობს საფეხმავლო პანდუსის, გადასახედი ბაქნის, ქვეითთა ხიდის, ამფითეატრის ტრიბუნების, ფანჩატურების, შადრევნის და წყალსადენების მოწყობა. გარდა ამისა, მიწა იჭრება სკეიტ პარკისთვის.

პარკის პროექტით, არსებული ბუნებრივი რესურსების, მწვანე ნარგავების შენარჩუნება და გარემოში მინიმალური ჩარევით თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყოფა.

მიმდინარე სამუშაოების გარდა, იგეგმება მოსასვენებელი სივრცეების, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნების, ატრაქციონების, სპორტული მოედნების, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცის მოწყობა.

პარკის ტერიტორია შეივსება ახალი მწვანე ნარგავებით და მდელოს სახით გაჩნდება საპიკნიკე არეალები.

პროექტი ინკლუზიურია და გათვლილია როგორც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way