USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა, ჩაირთო
дата:  362

ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა, ჩაირთო.

პორტალის გათიშვის გამო „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია, რომელიც გუშინ, 12:00 საათიდან იგეგმებოდა, ვერ დაიწყო.

როგორც გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ. პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати