ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა, ჩაირთო.
პორტალის გათიშვის გამო „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია, რომელიც გუშინ, 12:00 საათიდან იგეგმებოდა, ვერ დაიწყო.
როგორც გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ. პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.