USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ვაქცინაციის შემდეგ ვლადიმერ პუტინს გვერდითი ეფექტები განუვითარდა
Date:  1208

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ მცირე გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა. 

”ვაქცინაციის შემდეგ მეორე დილით გავიღვიძე და კუნთებში მცირე ტკივილი ვიგრძენი. თერმომეტრი ავიღე და სიცხე გავიზომე... ტემპერატურა ნორმალური იყო ”, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, იგი ინექციის ადგილას მცირე ტკივილსაც გრძნობდა. 

ვლადიმერ პუტინი კორონავირუსზე 23 მარტს აიცრა, თუმცა სხვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მას აცრა საჯაროდ არ გაუკეთებია. პუტინმა არ დააკონკრეტა, სამი რუსული ვაქცინიდან რომელი პრეპარატით აიცრა.

რუსეთში კორონავირუსზე ვაქცინაციის კამპანია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე სრული ვაქცინაცია 4.3 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way