USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
თბილისი
ვანო მერაბიშვილმა მატროსოვის ციხე დატოვა
თარიღი:  1116

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მან ახლობლებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ზუსტად 9 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ“, - განაცხადა მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

„მინდა აქ შეკრებილ გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შორიდან მგულშემატკივრობდნენ, მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის პოლიტიკაში დაბრუნებას, მერაბიშვილმა განაცხადა: „ამის გაკეთება აუცილებელია, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.

"აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად, ხოლო კონკრეტულად რა გეგმები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად რომელ პარტიაში, აუცილებლად შეგატყობინებთ. დიდი მადლობა ყველას. ყველას შევხვდები“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ვანო მერბიშვილმა პოლიციელებსაც მიმართა - „მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“.

მან ასევე განაცხადა, რომ  აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება: - „ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის... ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტიკური პატიმარი.“

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და დასკვნებს გააკეთებს, კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ამ ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ არსებულ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ 5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი შეცვლილა.

ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათგანის აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებებს, როდესაც დასკვნას გავაკეთებ, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.