USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ვანო მერაბიშვილი - მაქვს ამბიცია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ
дата:  455

მაქვს ამბიციები, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა იქნება მინიმალური, ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მმართველობით სისტემაში მონაწილეობას არ მივიღებ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის აქტიურად ჩერთვება პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გაერთიანდება.

„ვესაუბრები ადამიანებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს ყველა პარტიიდან. ოპოზიციურ ფრთას ვგულისხმობ, დიდ ნაწილთან, ასე ვთქვათ. ვესაუბრები პოლიტიკაზეც, პირად საკითხებზეც. ჩემი ამოცანაა, რომ ქართველ ხალხთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ხელისუფლება.

მე ვარ ვანო მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შს მინისტრი და ამავე დროს ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გავერთიანდები, გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, მაგრამ არ გეტყვით, ამისთვის, ცალკე გამოვიყენებ საშუალებას“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, მას თანამდებობრივი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს.

„მე არ მაქვს თანამდებობრივი პოლიტიკური ამბიცია. მე უკვე ნამყოფი ვარ პრემიერ-მინისტრად, მე ვერ ვიქნები მინისტრი ხომ?- შეუძლებელია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახდეს მინისტრი. ლოგიკურად ასე უნდა იყოს, გამორიცხვის მეთოდით მივდივარ. მე რომ ახლა სუპერ პოპულარული ვიყო, წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, რომ მე პრემიერ-მინისტრად დავაყენო საკითხი, აბსურდია, მე არ დავაყენებდი პრემიერ-მინისტრად, რადგან მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები ხშირად მოდიოდნენ ხელისუფლებაში, რადგან ბევრი ახალგაზრდაა.

მე მაქვს ამბიციები, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მოვიდეს ნორმალური ხალხი ხელისუფლებაში, ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა იქნება მინიმალური და ჩემი მთავარი კოცენტრაცია იქნება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, თუ ასეთი იქნება. ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მმართველობით სისტემაში მონაწილეობას არ მივიღებ“,- განაცხადა მერაბიშვილმა

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати