USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ვანის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Date:  388
ვანის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბარია, გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ.
გადიდში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. აღნიშნული გზაზე იგება ბეტონის საფარი, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 251 528 ლარი დაიხარჯება.
 
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“ ასრულებს.სპეციალისტების განცხადებით, გადიდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, გზის აღდგენის პროცესი ივლისის პირველ ნახევარში დასრულდება.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way