USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
ვანი ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
дата:  2478

მუზეუმების საერთაშორისო დღე, 18 მაისი, საქართველოში აღინიშნება ქალაქ ვანში გამოფენის „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ გახსნით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, ექსპოზიციას, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს.

"ანტიკური კოლხეთის ქალაქი ვანი ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენას მასპინძლობს:
მუზეუმების საერთაშორისო დღე, 18 მაისი, საქართველოში აღინიშნება ქ. ვანში გამოფენის „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ გახსნით. ექსპოზიციას, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს.
გამოფენა, რომელიც მოიცავს გასაოცარ არქეოლოგიურ მასალას იტალიის სამი მუზეუმიდან (კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმების კოლექციებიდან), მნახველს სთავაზობს, იმოგზაუროს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნოს ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, მათ წარმოდგენებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, დამწერლობასა და ადამიანთა გამოსახულებებს.
გამოფენის მიზანია, კანოპების, სკულპტურების, ბუკეროსა და ბრინჯაოს ჭურჭლის, კერამიკული და ოქროს ნაკეთობების მეშვეობით წარმოაჩინოს ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნება. გამოფენილ ექსპონატებს შორის კოლხეთთან დაკავშირებული ორი ნაკეთობაცაა: ძვ.წ.400-380წწ. დათარიღებული თიხის კრატერი (თასი) და ბრინჯაოს სარკე (ძვ.წ.300-275წწ.) არგონავტების მითის გამოსახულებით.
გამოფენას, რომლის კურატორები არიან ანტონელა მაგანინი და კიუზის მუზეუმის დირექტორი ფაბრიციო ვალელონგა არიან, იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გახსნიან. ღონისძიებას დაესწრებიან ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი მარიო იოცო, კიუზის მუზეუმის დირექტორი ფაბრიციო ვალელონგა, ანტონელა მაგანინი და Glocal Project Consulting-ის ხელმძღვანელი ალესია აუტუორი.
გამოფენა, რომელიც საქართველოში ხორციელდება იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და იტალიური კომპანია "Glocal Project Consulting“-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დარჩება.
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://ambtbilisi.esteri.it/…/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0…/ "
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати