USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ვანდალიზმის ფაქტი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში
дата:  715
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, იაპონურ ბაღში, ვანდალიზმის ფაქტის შესახებ განცხადებას აკეთებს:
"დაუდგენელმა პირებმა ბოტანიკურ ბაღში არსებული იაპონური ბაღის ახლად აღდგენილი მცირე არქიტექტურული ფორმები დააზიანეს!
იაპონურ ბაღში ქ. თბილისის მერიის, საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერითა და პარტნიორობით აღდგენის სამუშაოები სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
აღდგენის პროექტი მსოფლიოში ცნობილმა იაპონურმა ლანდშაფტურმა კომპანიამ ‘’კოსუგიმ’’ შეიმუშავა საქართველს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიმართვის საფუძველზე და განახორციელა ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებთან ერთად.
მსოფლიოში აღიარებული ტრადიციული იაპონური საბაღე ხელოვნების ნიმუში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც გახსნის დღიდან ასრულებს იაპონიის კულტურის სიმბოლოს როლს.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს და გმობს ბაღის ტერიტორიაზე იაპონური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე გარკვეული პირების მიერ არქიტექტურული ნაგებობის დაზიანებას.
თანამოქალაქეებს მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ იაპონურ ბაღში და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მთლიან ტერიტორიაზე, ტურისტულად დატვირთულ ადგილებსა და საკოლექციო ნაკვეთებზე დამონტაჟებულია ვიდეო-მონიტორინგის კამერები.
იდენტიფიცირების შემთვევაში, ვანდალიზმის ფაქტის ჩამდენ პირს დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა."
484285895_1043262221168445_6733147601190449412_n
483799039_1043260967835237_239569841238019096_n
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати