USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ვალერი ზალუჟნი - ყველას გავანადგურებთ, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა
Date:  816

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის არცერთი განცხადება გავლენას არ მოახდენს უკრაინელების მზადყოფნაზე, იბრძოლონ თავისუფლებისთვის.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ ყველას, ვინც იარაღით მოდის უკრაინაში, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით აღმოჩნდნენ აქ თუ მობილიზაციის ფარგლებში“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

„მტრის სრულმასშტაბურმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და სათანადოდ შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ამიტომ, აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არცერთი განცხადება არ იმოქმედებს ჩვენს მზადყოფნაზე, ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა“, - განაცხადა მან.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way