USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ვალერი ზალუჟნი - ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით
Date:  975

უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ოს არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთამ მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე აქამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით. მტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ და ზომებს ვიღებთ ამ ქალაქის გარშემო ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისთვის”, - წერს ზალუჟნი “ტელეგრამის” პირად არხზე მილისთან გამართული საუბრის შემდეგ.

ზალუჟნიმ მარკ მილის ასევე მტრის ბოლო მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგებზე მოუყვა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way