USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
ვალერი ჭალიძე- პირველი ქართველი უფლებადამცველი
дата:  3172
ვალერი ჭალიძე კოლუმბიის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ლექციების წასაკითხად 1972 წელს მიიწვიეს. აშშ-ში საბჭოთა კონსულმა მისი პასპორტი გააუქმა და ქვეყანაში დარჩენა აიძულა, რის გამოც უკან ვეღარ დაბრუნდა.
 
პირველი ქართველი იყო, ვინც თანამოაზრეებთან ერთად პოლიტპატიმრების, ქალთა, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმიცირესობების უფლებებს იცავდა. აპროტესტებდა საქართველოსა და აზერბაიჯანში განათლების პრობლემებს, უკრაინასა და ბელარუსში მშობლიური ენის აკრძალვას. შესწავლილი ჰქონდა კორუფციისა და კრიმინალის ფაქტები. "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერასოდეს ვერავის გადაარჩენ დუმილით“, - წერდა იგი. მან შექმნა პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
 
ვალერი ჭალიძემ დისიდენტური საქმიანობა ამერიკაშიც გააგრძელა. აქტიურად თანამშრომლობდა Human Rights Watch-ის დამფუძნებელთან და Random House-ს პრეზიდნტთან. მეუღლესთან ერთად გამოსცა აშშ-ის კონსტიტუციის შესახებ წერილების თარგმანი, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიხეილ გორბაჩოვს 1990 წლის შეხვედრისას საჩუქრად გადასცა. ის ნიუ-იორკში ბეჭდავდა ჟურნალს „ქრონიკა-პრესა“, სადაც საბჭოთა კავშირში მომხდარ უფლებადარღვევებზე წერდა. ამ თემას რამდენიმე წიგნიც მიუძღვნა: „კრიმინალური რუსეთი“, “სტალინი: კომუნიზმის დამპყრობელი,” “საბჭოთა კავშირი და ადამიანის უფლებები”...ამერიკაში მან დაარსა გამომცემლობა “Chalidze-Publication”, რომელიც დისიდენტურ ლიტერატურას ბეჭდავდა.
 
1985 წელს ვალერი ჭალიძემ პრესტიჟული ჯილდო - ადამიანის უფლებათა დაცვის გენიოსის წოდებაც მიიღო. მისი არქივი კოლუმბიის უნივერსიტეტში და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. იგი ამერიკაში 2008 წელს გარდაიცვალა
спорт
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати