USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
ვაკის საცურაო აუზის ახალი მფლობელი ტაჯიკი ბიზნესმენია
Date:  634

ვაკის საცურაო აუზი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე 49-ში მდებარეობს გაიყიდა. ბიზნეს რეესტრის თანახმად, აუზი კომპანია "ავტოგრაფს" ეკუთვნის, რომლის მფლობელიც შეიცვალა.

აქამდე აუზის მფლობელი ბიზნესმენი იონა ქობულია იყო, რომელმაც ობიექტი ტაჯიკ ბიზნესმენს მირზო ჯამშედს მიჰყიდა.

ვაკის საცურაო აუზი 3196 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. ჯერჯერობით უცნობია იბგეგმება თუ არა აუზის პროფილის შენარჩუნება, თუ ამ მიწის ნაკვეთის დეველოპერული მიზნებით განვითარება მოხდება.

ბიზნეს რეესტრის თანახმად აუზის აქტივები 18.6 მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წელს მისი ამონაგები 5.8 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ობიექტი 1.9 მილიონი ლარის ზარალზე იყო.

ღია მონაცემების თანახმად, მირზო ჯამშედი ფარმაცევტულ ბიზნესში არის ჩართული და ბრიტანეთში არის კომპანია EVOLET HEALTHCARE LIMITED-ის დირექტორი. ასევე არის ტაჯიკეთის ჭადრაკის ფერედაციის ვიცე-პრეზიდენტი.

რაც შეეხება აუზის წინა მესაკუთრეს, იონა ქობულიას, ისიც ფარმაცევტულ სექტორში არის ჩართული და ფლობს 90%-ის წილს სააფთიაქო ქსელ "ფარმსახლში".

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way