USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
ვაკის რაიონში, ყიფშიძის N2-ისა N4-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია გრძელდება
дата:  515
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N2-ისა N4-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია გრძელდება.
 
სკვერის სივრცის განახლება 3500 კვ. მ ფართობზე მიმდინარეობს. მონტაჟდება შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, ეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე სკვერი გამწვანდება.
მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати