USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის გამოცვლის სამუშაოები გრძელდება
Date:  452
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად, წყალარინების ქსელის გამოცვლა კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.
 
მიწისქვეშა სამუშაოები, რომელიც საკანალიზაციო სისტემის განახლებას ითვალისწინებს, თამარაშვილის N3-7-9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
 
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მაჟორიტარ დეპუტატებთან - გიორგი ტყემალაძესა და ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.
 
გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

 

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way