USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ვაკის რაიონში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა და სკვერი მოეწყო
дата:  787

ვაკის რაიონში, ატენის N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტი ჩინეთის საელჩოსთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. სპორტული მოედანი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. პროექტის მიზანი სპორტის მოყვარულთა აქტივობების გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.

ასევე, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N75-ის ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. სივრცეში დამონტაჟდა საპარკო ავეჯი, განთავსდა საბავშვო მოედანი, სკვერი გამწვანდა. 

 

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати