USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გეგმის მიხედვით გრძელდება
თარიღი:  458
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გეგმის მიხედვით გრძელდება. ამ დროისთვის, გზა ახალდაბაში, დუმბაძის ქუჩაზე ეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა დაზიანებული იყო, შესაბამისად გადაადგილება - პრობლემური. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 3000-მდე კვ. მ ფართობზე მოეწყო გზის საფუძველი და იგება ასფალტის საფარი. შედეგად, გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.
გზის საფარი, ასევე, იეთიმ გურჯის ქუჩაზე მოეწყო. ამ ტერიტორიაზეც გადაადგილება პრობლემური იყო გაუმართავი გზის გამო. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 2000 კვ. მ ფართობზე მოეწყო გზის საფუძველი, საყრდენი კედელი, სანიაღვრე ქსელი. პროექტის ბოლო ეტაპზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.
 
სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის