USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ვაკის რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება
თარიღი:  689
ვაკის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების წარმოება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჯერად, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25 კორპუსის ტერიტორიაზე ხორციელდება.
 
სამუშაოებისას კორპუსის მილები და ჭები იცვლება, რეაბილიტირებულ პერიმეტრებზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება. წყალარინების ქსელის განახლების პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ოკრიბა" ახორციელებს.
 
მიმდინარე პროცესს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის