USD 2.6961
EUR 3.1377
RUB 3.4418
თბილისი
ვაკის რაიონში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან რაიონის სხვადასხვა უბანში 911 ძირი ხე-მცენარე დაირგო, რაზეც, დაახლოებით, 404 130 ლარი დაიხარჯა.
თარიღი:  327

კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან რაიონის სხვადასხვა უბანში 911 ძირი ხე-მცენარე დაირგო, რაზეც, დაახლოებით, 404 130 ლარი დაიხარჯა.

გამწვანების სამუშაოები სკვერებში და რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდა.

დაირგო როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი მცენარეები.

მსოფლიო
The Guardian - ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.

მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის