USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ვაკის რაიონში ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო
თარიღი:  909

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად გაეცნო.

„დავიწყეთ კონსტანტინე გამსახურდიას სკვერის (ე.წ. გეგეშიძის ბაღის) განახლება-რეაბილიტაცია. მძიმე მდგომარეობა იყო, არსებული ინფრასტრუქტურა ყველანაირად განადგურებული იყო, მწვანე თარგები არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, ყველაფერი მოწესრიგდება. ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა განთავსდება. ასევე, განათებების ქსელი შეიცვლება, სარწყავი სისტემა მოეწყობა. ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა „ბურგერ ბარი“, რომელსაც ავიღებთ და ბაღში მეტი სივრცე გაჩნდება.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი განახლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

„რაც შეეხება ძეგლსა და პანოს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. საბოლოოდ კი, დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

თარგებში გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარდება: მოეწყობა სარწყავი სისტემა, ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები.

გარდა ამისა, დამატებით მოეწყობა შადრევანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება, რითაც მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდება.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის