USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების განახლება გრძელდება
Date:  344
ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების განახლებას განაგრძობს.
ამჯერად, სივრცის მოწყობა ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის N9, N10, N11 კორპუსებთან, დაახლოებით 600 კვ.მ ფართობზე, დაიწყო.
ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, დამონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკები.
ტეროტორიაზე ასევე მოეწყობა ბეტონის საყრდენი კედელი და საერთო სარგებლობის კიბე.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებს.
დასასვენებელი სივრცის მოწყობის დეტალები მოსახლეობასთან ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ყიფიანმა, პარლამენტის დეპუტატთან ზურაბ რურუასთან ერთად განიხილა.
society
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way