USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ეწყობა
дата:  566

ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ეწყობა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ეწყობა. კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩის N1-სა და N14-ში, ასევე, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტალში, ჟღენტის ქუჩასა და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.
 
სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი - განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო-გასართობი მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის კი - ფიტნეს-ზონა და კომბინირებული მოედნები. სკვერებში, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები."
 
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати