USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო
Date:  
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოების შედეგად, 3400 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი, მოეწყობა ორი სავარჯიშო მოედანი და ძაღლების გასასეირნებელი სივრცე. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდება.
დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა ვაკის რაიონში კიდევ 7 მისამართზეა დაგეგმილი.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way