USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ვაკის რაიონში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 37 გამწვანებული საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო და განახლდა
თარიღი:  481
კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაიონის სხვადასხვა უბანში 37 გამწვანებული საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო და განახლდა.
კომბინირებული სივრცეები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების ადამიანებზეა გათვლილი. ხე-მცენარეების და აუცილებელი საპარკო ავეჯის გარდა ტერიტორიები აღჭურვილია ორი ტიპის ფიტნეს ზონებით, სპორტული, ასევე საბავშვო-გასართობი მოედნებითა და მოსასვენებელი პავილიონებით.
დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, 9 273 500 ლარი დაიხარჯა.
 
საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის