USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ვაკის რაიონში ახალი ლიფტები დამონტაჟდა
Date:  347
ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N3ა კორპუსში ახალი ლიფტები დამონტაჟდა.
 
სამუშაოების შედეგად, ე.წ. კარაჩაროვის ტიპის ძველი ლიფტები თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა, გამოიცვალა მოძრაობისთვის აუცილებელი მექანიკური დეტალები.
 
ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, პარლამენტში ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
 
ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს, უკვე 36 ლიფტის განახლება დაფინანსდა, მათ შორის 15 ე.წ. კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლების პროექტია.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way