USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ვაკის რაიონში 104 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა
თარიღი:  623
ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, მიმდინარე წელს 104 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.
 
კერძოდ, განცხადებების განხილვის შედეგად, სხვა სამუშაოებთან ერთად, ლიფტები 53 მისამართზე, წყალარინების ქსელები - 14 მისამართზე რეაბილიტირდა, კორპუსების სახურავები - 12 მისამართზე მოეწყო, 3 მისამართზე კი, წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, 3 მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მოხდა, 4 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 4 მისამართზე კი სადარბაზოს კარი გამოიცვალა.
 
სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% - 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
 
ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის