USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ვაკის რაიონის გამგეობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას უერთდება
თარიღი:  780

ვაკის რაიონის გამგეობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას უერთდება

ვაკის რაიონის გამგეობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება. კამპანიის ფარგლებში, გამგეობაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ვაკის გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა თბილისის მერის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძემ ჩაატარა.
საუბარი ეხებოდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობას და თვითმმართველობის როლს ამ საკითხში.
შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა დონა საქართველოსა" და კავკასიის ონკოსაზოგადოება "ჰოუფის" წევრები, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - თბილისის დაწესებულების უფროსი ინდირა რობაქიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი.

საერთაშორისო კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ თბილისის მერია 2018 წლიდან შეუერთდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის